ბრიტანეთი უკრაინას დრონების დაცვის ახალ ტექნოლოგიას გადასცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას ელექტრონული ჩახშობის (Electronic Warfare) ტექნოლოგიას – Stone Cloak-ს გადასცემს, რომელიც რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის დრონების აღმოჩენასა და დამიზნებას ართულებს. გადაწყვეტილება ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირველი შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.
პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე ლიდერებმა უკრაინის თავდაცვის გაძლიერება, საჰაერო და საზღვაო უსაფრთხოება, ასევე ერთობლივი სამხედრო წარმოების განვითარება განიხილეს.
„100%-ით უკრაინის გვერდით ვართ და სრულად შევასრულებთ ყველა აღებულ ვალდებულებას, - განაცხადა ბრიტანეთის პრემირმა.