ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ტრამპს შეხვდება

28.07.26 10:13
ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართავს შეხვედრას. ზელენსკის განცხადებით, მოლაპარაკებების მთავარი თემები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, განსაკუთრებით ანტიბალისტიკური სისტემები, და აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობა იქნება.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ლიდერი ასევე დაესწრება გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის, დაკრძალვის ცერემონიას და ამერიკელ კანონმდებლებთანაც გამართავს შეხვედრებს.

„ჩვენი განრიგი შეხვედრებს მოიცავს პრეზიდენტ ტრამპთან, მის გუნდთან და ყველასთან, ვისაც ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა შეუძლია. ნომერ პირველი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვა და აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობაა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

მსგავსი სიახლეები