ტრამპი: თუ ირანთან მოლაპარაკებები ჩაიშლება, აშშ სამხედრო მოქმედებებს განაახლებს

28.07.26 10:24
ტრამპი: თუ ირანთან მოლაპარაკებები ჩაიშლება, აშშ სამხედრო მოქმედებებს განაახლებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში ვაშინგტონი სამხედრო მოქმედებებს დაუბრუნდება. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა დარტყმები მხოლოდ იმისთვის შეაჩერა, რომ დიპლომატიურ პროცესს კიდევ ერთი შანსი მისცემოდა.

Axios-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გაჭიანურებას არ აპირებს და გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს.

„ან შეთანხმებას მალე მივაღწევთ, ან საერთოდ ვერ მივაღწევთ,“ — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები