პესკოვის ცოლი ევროკავშირისგან მისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს

28.07.26 10:50
პესკოვის ცოლი ევროკავშირისგან მისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის მეუღლემ, ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტატიანა ნავკამ ევროკავშირის სასამართლოს მიმართა. იგი უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებას და 2 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის კომპენსაციის გადახდას ითხოვს.

ნავკა ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წლის ივნისში მოხვდა. მისი სარჩელის მიხედვით, სანქციები საკმარისად დასაბუთებული არ არის და ევროკავშირს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც მის საქმიანობას სანქციების მიზნებთან პირდაპირ აკავშირებს.

მსგავსი სარჩელით ევროკავშირის სასამართლოს უკვე მიმართა სახელმწიფო კორპორაცია „როსტეკის“ ხელმძღვანელის, სერგეი ჩემეზოვის მეუღლემ, ეკატერინა იგნატოვამაც.

მსგავსი სიახლეები