პუტინი სომხეთში რეფერენდუმს ითხოვს - რა პასუხი მიიღო ნიკოლ ფაშინიანისგან

28.07.26 11:21
 პუტინი სომხეთში რეფერენდუმს ითხოვს - რა პასუხი მიიღო ნიკოლ ფაშინიანისგან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას ერევანს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე ჩაატაროს საყოველთაო რეფერენდუმი, სადაც მოქალაქეები გადაწყვეტენ, სურთ თუ არა ევროკავშირში ინტეგრაცია, თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენა. ამის შესახებ მედიასთან კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა. 

ბუნებრივია, განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ასევე საუბარი შედგა იმ განცხადების შესახებ, რომელიც ახლახან ევროაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერებმა სომხეთთან დაკავშირებით მიიღეს. ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს ის, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. 

როგორც სომხური მედია წერს, ფაშინიანის განცხადებით, მსგავსი რეფერენდუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება აქტუალური, თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს წარადგენს. ამ ეტაპზე, მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხური წარმოების საქონლის რუსულ ბაზარზე ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება სომხეთ-რუსეთის სამართლებრივ ბაზასა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს, და მოსთხოვდა ზომების მიღებას ამ საკითხების მოსაგვარებლად. რაც შეეხება სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ოთხი სახელმწიფოს ლიდერების მიერ მიმდინარე წლის 29 მაისს მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება პრაქტიკულად მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც სომხეთი ევროკავშირს ოფიციალურ განაცხადს წარუდგენს წევრობაზე და თემას საგნობრივ ხასიათს მისცემს. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მზაობას, აღნიშნული საკითხები ღია, პარტნიორული და მეგობრული დიალოგის გზით მოაგვაროს, - წერს სომხური მედია. 

მსგავსი სიახლეები