დრონებით იერიში რიაზანზე - სავარაუდო სამიზნე Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი იყო

29.07.26 10:06
დრონებით იერიში რიაზანზე - სავარაუდო სამიზნე Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი იყო

რუსეთის ქალაქ რიაზანზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის მოგერიების შემდეგ ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული და რუსული წყაროების ცნობით, სავარაუდო სამიზნე Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი იყო, სადაც ხანძარი გაჩნდა. ოფიციალურად ობიექტის დაზიანება ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

რიაზანის ოლქის გუბერნატორის, პაველ მალკოვის განცხადებით, ექვსი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსახლეობას კი უსაფრთხოების მიზნით შენობებში დარჩენისა და ფანჯრებთან მიახლოებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები