შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა! - ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

29.07.26 10:39
შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა! - ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრებმა კარგად ჩაიარ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მხარეებმა ბევრი საკითხი განიხილეს.

„ჩემთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა. ბევრი საკითხი იქნა განხილული. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ტრამპის განცხადებითვე, კარგი შეხვედრა ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთანაც.

„ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუს ჩემს წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა! ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. 

მისი თქმით, შეხვედრამ კარგად ჩაიარა და აშშ-ს პრეზიდენტთან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიაზე ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები