უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანა
ევაკუაციაა გამოცხადებული პენზის ოლქში მდებარე Wildberries-ის ოფისში - უკრაინული დრონებით იერიში, ისევ რუსეთის უმსხვილეს ლოგისტიკის ცენტრზე მიიტანეს.
ონლაინ-გაყიდვების კომპანიის საწყობში, იერიშის დროს არსებული ინფორმაციით ორასი თანამშრომელი იმყოფებოდა - ერთი დაშავდა.
ეს ლოჯისტიკური ცენტრი Wildberry-ის ერთ-ერთი მთავარი სადისტრიბუციო ცენტრია, რომელიც ვოლგის ფედერალურ ოლქს ემსახურება.
Wildberries-ის საწყობებზე დარტყმების გამო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში სისხლის სამართლის საქმეები „ტერორისტული აქტის“ მუხლითაა აღძრული.
როგორც ASTRA იუწყება, თავდასხმის შემდეგ ქალაქში საჰაერო თავდასხმის სირენები ჩაირთო.
კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, პენზას რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის გამო, შეკვეთების მიღება და სხვა ლოკაციებზე გაგზავნა მიმდინარეობს.