რუსებმა სარაკეტო იერიშები განაახლეს დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც
ბოლო 24 საათში რუსეთის სარაკეტო იერიშებს უკრაინაში მინიმუმ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვები.
ნანგრევებში ხალხია მოყოლილი. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ლვოვში და პოლტავის რაიონში. დაშავებულების რაოდენობა 40-მდე აღწევს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში რამდენიმე ადგილას ნამსხვრევების ჩამოვარდნა და ხანძარი დაფიქსირდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა ქალაქ კრივი-რიჰსაც შეუტიეს. ქალაქის გარეუბანში, კერძო სახლს ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც ორი ბავშვი და ოთხი ზრდასრული დაიღუპა, რვა ადამიანი კი დაშავდა.
ამასთან, ქალაქ ლვოვში, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი შენობები დაინგრა და დაზიანდა. დაშავებულია 15 ადამიანი.