აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელა
აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელა - ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
განცხადების თანახმად, იერიშების სამიზნე გახდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ათობით სამიზნე, მათ შორის სამხედრო სარდლობის ცენტრები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოო ობიექტები, სანაპირო სათვალთვალო და თავდაცვის სისტემები, ასევე საზღვაო შესაძლებლობები.
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ კი თქვეს, რომ თავდასხმა განახორციელეს ამერიკული ბაზასა და სარდლობის ცენტრზე იორდანიაში, ხოლო საზღვაო ძალებმა სამ ტანკერს დაარტყეს ჰორმუზის სრუტეში.