„ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპი

31.07.26 10:40
„ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპი

„ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, შუამავლების მონაწილეობით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღებას, რის შემდეგაც ისრაელის ჯარები ღაზიდან ეტაპობრივად უნდა გავიდნენ.

შეთანხმება ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის ნაწილია და ასევე მოიცავს პალესტინის ახალი ტექნოკრატიული ადმინისტრაციის შექმნასა და საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების განთავსებას. თუმცა, ისრაელს შეთანხმებისთვის საბოლოო მხარდაჭერა ჯერ არ დაუდასტურებია, ხოლო „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განიარაღების პროცესი მხოლოდ ისრაელის ჯარების გასვლის შემდეგ დაიწყება.

მსგავსი სიახლეები