მოჰსენ რეზაი: ჰორმუზის სრუტეში მეორე დერეფნის გახსნის ნებას არავის მივცემთ
ირანის უმაღლესი ლიდერის სამხედრო საკითხებში მრჩევლი, მოჰსენ რეზაი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტეში მეორე დერეფნის გახსნის ნებას არავის მისცემენ და თუ ვინმე სამხედრო ხომალდს მიიყვანს, იმ ხომალდსაც დაარწყამენ.
ირანელი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ისინი არანაირ შეტაკებაში ამ ეტაპზე, არ ერთვებიან და ამბობს, რომ თავად, ამერიკელები ახდენენ ზეწოლას.
ცეცხლის შეწყვეტა არ არსებობს. მაგრამ ჩვენს თავდასხმებს აზრი აქვს . მაგალითად, მეორე დერეფანს, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ნებას ჰორმუზის სრუტეში მეორე დერეფანი გაიხსნას. თუ სამხედრო ხომალდსაც კი მოიყვანენ, მათ ხომალდს დავარტყამთ. თუ სამხედრო ძალებსაც მოიყვანენ, დავარტყამთ. ჯერჯერობით ჩვენ უბრალოდ ვემუქრებით ხომალდებს, რომ არ წავიდნენ.
საბედნიეროდ, ბევრი ხომალდი ისმენს ჩვენს გაფრთხილებას და უკან ბრუნდება, ასე რომ ჩვენ არ ვერთვებით შეტაკებაში. მაგრამ ზოგზე, როგორც ჩანს, ამერიკელები ახდენენ ზეწოლას. ისინი მოდიან, მცირე დაზიანებას იღებენ და მერე თავადვე ბრუნდებიან უკან. ასე რომ, ამჟამად ჩვენ ხელთ გვაქვს წინააღმდეგობისა და დაცვის ბრძანება. ეს არის შინაარსიანი აზრიანი და მიჰყვება იმავე გზას, რასაც აქამდე მივყვებოდით, - აცხადებს მოჰსენ რეზაი.