ტრამპი: ირანისთვის უკანასკნელი შანსია, რომ კარგ დოკუმენტს მოაწერონ ხელი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ამერიკასა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მიზანია, ბოლო შანსი მისცენ ირანს, ვიდრე აშშ გადადგამს უფრო მძიმე ნაბიჯებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანის ხელისუფლება ორპირობს, როცა საჯაროდ ამბობს, რომ მოლაპარაკებები არ დაწყებულა და პირიქით, სწორედ თეირანი იყო, ვინც პირადად შესთავაზა დრო მიეცათ, ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად.
ის მიმდინარეობს. ახლაც გრძელდება. ეს საოცარი რამაა. ირანთან მცირე პრობლემა გვაქვს, რადგან ბევრი მოლაპარაკება გვაქვს და ვიტყვით, რომ გვაქვს, ან არ გვაქვს. იცით, ჩვენ პირდაპირები ვართ ამ საკითხში. მაგრამ ისინი უარყოფენ. თუმცა ახლა არ უარყოფენ, უბრალოდ განცხადება გამოაქვეყნეს, არ უარყოფენ. მაგრამ რაღაც მიზეზის გამო, როდესაც საუბრობენ, არ უყვართ იმის თქმა, რომ საუბრობენ.
ამიტომ მე ვამბობ, მოიცადეთ, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. დიდი ამბავი, ვსაუბრობთ. ისინი კი ხანდახან უარყოფენ ხოლმე, იმის მიუხედავადაც კი, რომ საათობით მსხდარან ერთად და უსაუბრიათ.
არა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გუშინ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით. ძალიან, ძალიან ძლიერად. უფრო ძლიერად, ვიდრე ნებისმიერი თავდასხმა, ვფიქრობ, შემიძლია ვთქვა, როგორც ინფორმირებულმა პირმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს საკმაოდ სერიოზულია. და ჩვენ მზად ვიყავით გასაგრძელებლად, მაგრამ მათ დარეკეს.
გარდა ამისა, დარეკა საუდის არაბეთმა, დარეკეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, დარეკა კატარმა. დარეკეს სხვა მრავალი ქვეყნიდან. არ მინდა გამოვიყენო სიტყვა ხვეწნა, მაგრამ ზოგმა, განსაკუთრებით ირანს არ სურდა დარტყმის მიღება.
და მათ თქვეს - ჩვენ გვინდა საუბარი. გვინდა ვისაუბროთ სრუტეზე, მაგრამ რაც მთავარია ჩემი თვალთახედვიდან გვინდა ვისაუბროთ ირანის ბირთვულ განიარაღებაზე, რადგან სწორედ ეს არის მთავარი. სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.
და ეს უნდა გაკეთებულიყო უკვე 50 წლის წინ. ჩვენ სულ ვამბობთ 47 წელს, მაგრამ 3 წელი უკვე გავიდა უკვე 50 წელია, რაც სხვა პრეზიდენტებს ან სხვა ქვეყნებს უნდა გაეკეთებინათ ის, რასაც მე ვაკეთებ. აუცილებელი არ იყო ეს ჩვენ ვყოფილიყავით, სხვა ქვეყნებსაც ეწარმოებინათ. თუმცა არავინ გააკეთა.
მრავალმა ქვეყანამ დარეკა, მრავალი ქვეყნის ლიდერმა ბევრთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, თითქმის ყველასთან, ამა თუ იმ ფორმით. და ყველას სურდა, რომ მათთვის ეს უკანასკნელი შანსი მიგვეცა. ეს არის უკანასკნელი შანსი მათთვის, რომ ხელი მოაწერონ კარგი დოკუმენტს, - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ამერიკას ირანთან მოლაპარაკება 2 საკითხზე უნდა: ჰორმუზის სრუტის სრული განბლოკვა და ბირთვულ შეიარაღებაზე სრულად უარის თქმაა. მოლაპარაკებების განახლება კითხვის ნიშნებს იწვევს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აიათოლების რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლება უარყო. ისმაილ ბაღაი მხოლოდ ომანთან დიალოგს ადასტურებს, ჰორმუზის სრუტეში სანაოსნო გზების განსაზღვრაზე.