რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად კიევის ოლქში 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილები

05.08.26 10:13
რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად კიევის ოლქში 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილები

კიევის ოლქში რუსეთის მიერ რაკეტებით და დრონებით მასირებულ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა 14 და დაშავდა 22 ადამიანი.

ბროვარის რაიონში 9 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ბუჩის რაიონში და 1 - ფასტოვის რაიონში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის ოლქის ბროვარის, ფასტოვის და ბუჩის რაიონებში მასშტაბური ხანძრები გაჩნდა - სამიზნეთა შორის იყო სავაჭრო კომპანია Rozetka-ს ლოგისტიკის ცენტრი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს და ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დედაქალაქში დაიღუპა 1 ადამიანი და 26 დაშავდა. რამდენიმე რაიონში დაზიანებული და დანგრეულია სახლები, მასშტაბური ხანძრები გაჩნდა საწყობებში.