რუსულ Wildberries-ს ისევ დაარტყეს
რუსეთის ტულას ოლქში დრონებით თავდასხმა იყო - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ხანძარი ტულას ოლქის ქალაქ ალექსინში მდებარე Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრში გაჩნდა. საწყობიდან თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო.
ტულას ოლქის გუბერნატორის დიმიტრი მილაევის მტკიცებით, Wildberries-ის საწყობზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
18 ივლისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში, უკრაინული დრონებით შეტევა იყო Wildberries-ის 15-ზე მეტ ლოგისტიკის ცენტრზე.