ჰორმუზის სრუტე ძალიან მალე გაიხსნება - ტრამპი ამბობს, რომ ირანთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ ჰქონდათ

05.08.26 10:25
ჰორმუზის სრუტე ძალიან მალე გაიხსნება - ტრამპი ამბობს, რომ ირანთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ ჰქონდათ

დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ადმინისტრაციას ირანთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ ჰქონდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი წარმომადგენლები  სამშაბათს, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებში იღებდნენ მონაწილეობას.

„მათ მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკებები ჰქონდათ. ჰორმუზის სრუტე ძალიან მალე გაიხსნება. თუ ისინი კვლავ უკან დაიხევენ, ძალიან მძიმე დარტყმა ელით“, - განუცხადა ტრამპმა Fox News-ს.

Axios-ი ორ რეგიონულ წყაროსა და ერთ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, იუწყება, რომ შეერთებული შტატები და ირანი, ომანის თანხმობით, რომელიც ჰორმუზის სრუტის ნაწილს აკონტროლებს, სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ დროებითი შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ომანთან სრუტის საკითხზე შეთანხმების მიღწევა გადაიდება, „სანამ შეერთებული შტატები ირანის მიმართ მუქარას განაგრძობს“.