დონალდ ტრამპი ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

09.08.26 10:22
დონალდ ტრამპი ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრები გამართა.

როგორც ფაშინიანის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ფაშინიანმა ტრამპს მადლობა გადაუხადა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის რეალური მშვიდობის დამყარებისთვის.

ამასთან, სატელეფონო საუბრისას მათ ასევე განიხილეს TRIPP-ის პროექტიც.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ტრამპმა და ალიევმა დადებითაც შეაფასეს ფაქტი, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდა და არ მომხდარა ინციდენტები, რომელიც ორ ქვეყანაში შორის ვითარებას დაძაბავდა.

ამასთან, ლიდერებმა დადებით მოვლენებად შეაფასეს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტი სომხეთში, ტვირთების ტრანზიტი აზერბაიჯანის გავლით სომხეთში და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების დაწყება