დრონის ინციდენტთან დაკავშირებით უკრაინის ელჩი ბულგარეთის საგარეოში დაიბარეს
უკრაინის ელჩი ოლესია ილაშჩუკი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე, გაზსადენ „ტრანსბალკანეთის“ საკომპრესორო სადგურთან ახლოს დრონი აფეთქდა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საუბარი ორშაბათს, 10 აგვისტოს გაიმართება, ვინაიდან ილაშჩუკი ქვეყანაში ჯერ არ დაბრუნებულა.
უწყების ცნობით, თუ უპილოტო საფრენი აპარატი მართლაც უკრაინულია, ის ბულგარეთში უკრაინული მხარის განზრახ ქმედების შედეგად არ მოხვედრილა. ასევე, უწყების მტკიცებით, კიევი მზად არის სოფიასთან თანამშრომლობისთვის, რათა მომხდარის ყველა დეტალი გაირკვეს.