უკრაინამ ბელგოროდზე იერიშები მიიტანა
9 აგვისტოს ღამით უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. ამის შესახებ რუსული Telegram-არხები იტყობინებიან.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებისა და ვიდეოების მიხედვით, ქალაქში საცხოვრებელ შენობებს ცეცხლი გაუჩნდა, რამდენიმე შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
შეტევის სამიზნე ზუსტად ცნობილი არ არის, თუმცა რუსულმა Telegram-არხმა, ASTRA-მ განაცხადა, რომ დაზიანებულ შენობებს შორის რეგიონული FSB-ს შტაბ-ბინა მდებარეობდა.
კიდევ ერთი დაზიანებული შენობა ბელგოროდის თბოელექტროსადგურიდან დაახლოებით 600 მეტრში მდებარეობს.