თეირანმა მოთხოვნების სია გამოაქვეყნა, რომელიც აშშ-მაჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნამდე უნდა შეასრულოს
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მოჰამედ ბაგერ ზოლღადრმა, გამოაქვეყნა მოთხოვნების სია, რომელიც, მისი თქმით, აშშ-მა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნამდე უნდა შეასრულოს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სია მოიცავს ისეთ ზომებს, როგორიცაა აშშ-ის მიერ საზღვაო ბლოკადის მოხსნა, სამხედრო ძალების გაყვანა და ომის სამუდამოდ დასრულება.
ზოლღადრი ასევე მოუწოდებს აშშ-ს, ირანს კონფლიქტით მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს და ირანის გაყინული აქტივები გაათავისუფლოს.