აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვში ჩაფრინდა
25 აგვისტოს მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების Boeing C-17A Globemaster III ჩაფრინდა. Flightradar24-ის მონაცემებით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვში რიგიდან ჩავიდა, ლატვიაში კი 23 აგვისტოს აშშ-დან ჩაფრინდა.
თვითმფრინავის მარშრუტის ერთ-ერთი წინა პუნქტი მერილენდში მდებარე ენდრიუსის გაერთიანებული სამხედრო ბაზა იყო, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც იყენებენ.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ გაიყვანა ან რა გადაიტანა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა მოსკოვში. ამერიკულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. კრემლშიც აცხადებენ, რომ დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, ხოლო დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინს ამერიკელ წარმომადგენლებთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.