უკრაინამ Wildberries-ის ერთ-ერთ მთავარ საწყობს დრონებით დაარტყა

26.08.26 10:13
უკრაინამ Wildberries-ის ერთ-ერთ მთავარ საწყობს დრონებით დაარტყა

უკრიანამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში მარკეტპლეის Wildberries-ის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრზე წუხელ დრონებით დაარტყა, რის შემდეგაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლქის გუბერნატორის თქმით, განგაშის მიღების შემდეგ ყველა თანამშრომელი ევაკუირებული იქნა. აფეთქების შედეგად ერთი მუშა დაშავდა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მინიმუმ 10 აფეთქების ხმა გაიგონეს. აფეთქებამ ერთ-ერთ რაიონში ხანძარი გამოიწვია.

მონიტორინგის არხების მონაცემებით, Wildberries-ის კოტოვსკში მდებარე ობიექტი კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ობიექტია. 

მსგავსი სიახლეები