ფაშინიანი: „ქოჩარიანი და ცარუკიანი ციხეში უნდა ისხდნენ - მაფიის დრო დასრულდა!“

26.08.26 10:28
ფაშინიანი: „ქოჩარიანი და ცარუკიანი ციხეში უნდა ისხდნენ - მაფიის დრო დასრულდა!“

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ დაწყებულ მასშტაბურ კორუფციულ გამოძიებას ეხმაურება. ფაშინიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი ციხეში უნდა ისხდნენ და მათ სახელმწიფოსთვის ქრთამის სახით მიღებული თანხები უნდა ჩამოერთვათ.

დიახ, ისინი ციხეში უნდა ისხდნენ. გაგიკ წარუკიანს და რობერტ კოჩარიანს უნდა ჩამოერთვათ ფული, რომელიც შესაძლოა [საარჩევნო] ქრთამის სახით იყოს დარიგებული. ეს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. სახელმწიფოს არ შეუძლია ეს არ გააკეთოს. ამას მე კი არ ვამბობ, ამას სომხეთის ხალხი ამბობს. ვინმემ გაბედოს და ეს არ გააკეთოს!

მაფიის დრო დასრულდა!“

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ფულის გათეთრებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით მიმდინარეობს. საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა ჯამში 9 პირის, მათ შორის რობერტ ქოჩარიანისა და მისი შვილის, სედრაკ ქოჩარიანის მიმართ არის დაწყებული.

დაკავების შემდეგ რობერტ ქოჩარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა — ადვოკატის ცნობით, იგი ანტიკორუფციული კომიტეტიდან სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ოპოზიციური ფრთა და ადვოკატები პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

 

მსგავსი სიახლეები