The Guardian: აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების განაცხადების განხილვა დროებით შეაჩერა

26.08.26 10:28
The Guardian: აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების განაცხადების განხილვა დროებით შეაჩერა

აშშ-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საიმიგრაციო ვიზების განაცხადების განხილვა დროებით შეაჩერა, - ინფორმაციას The Guardian-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა Financial Times-ი კი წერს, რომ იმ განმცხადებლებმა, რომლებსაც აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გასაუბრებები უკვე დაგეგმილი ჰქონდათ, ელექტრონული ფოსტით შეტყობინებები მიიღეს, რომ გასაუბრებები გადაიდო და ახალი თარიღის შესახებ მოგვიანებით აცნობებენ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ უწყება ვიზების გაუქმებას გეგმავს უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აშშ-ში ტურისტული ან ბიზნეს ვიზებით შევიდნენ, ხოლო შემდეგ თავშესაფრის მისაღებად განაცხადი შეიტანეს. შესაძლოა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 200 000-მდე ადამიანის ვიზა გააუქმოს.

„თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით ვიზის მიღება თაღლითობას წარმოადგენს, რაც ვიზის გაუქმების საფუძველს ქმნის“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ტომი პიგოტმა.

 

მსგავსი სიახლეები