რუსულ იერიშს ჩერნიგოვზე ქალის და ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსულ იერიშს ჩერნიგოვზე ქალის და ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დრონებით იერიშის შედეგად გარდაიცვალა 49 წლის ქალი და 4 წლის გოგონა. კიდევ ერთი სკოლის მოსწავლე, რომელიც მძიმედ დაშავდა კლინიკაშია გადაყვანილი.
„დღეს დილით მტერმა ქალაქზე თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად კერძო საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც პრაქტიკულად განადგურდა. ასევე დაზიანდა დამხმარე შენობები. ხანძარი ახლომდებარე მაღაზიაშიც გაჩნდა“, - განაცხადა ჩერნიგოვის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ბრიჟინსკიმ.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 26 აგვისტოს ღამეს, რუსეთის ძალებმა უკრაინას 162 დრონით შეუტიეს.