უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარა ახლა ღიაა - ალექსანდრ სტუბი
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა.
ალექსანდრ სტუბი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს რომ საჭიროა მოთმინება, რადგან ევროკავშირი ყოველთვის ნელა მუშაობს.
მოთმინება გამოიჩინეთ. ევროკავშირი უტოპია არ არის. ის სრულყოფილი არ არის. როდესაც ევროკავშირს შეუერთდებით, გახსოვდეთ: ეს ამბის დასასრული არ არის. ცხოვრება მხოლოდ მწვანე მინდვრები, ყვავილები, მშვიდობის ნიშნები და ცისარტყელები არ იქნება. ევროპა მკაცრი კლუბია“, - აღნიშნა სტუბმა.