რუსეთის საგარეო უწყებაში რუმინეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს
რუსეთის საგარეო უწყებაში რუმინეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ლილიანა ბურდა დაიბარეს - რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო უწყებამ რუმინელი დიპლომატის დაბარების მიზეზი არ დაასახელა.
ლილიანა ბურდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხუთშაბათს, 27 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს.
ცნობისთვის, გასულ თვეში, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა მას შემდეგ, რაც ზედიზედ სამი დღის განმავლობაში, რუმინეთის ტერიტორიაზე დრონები ჩამოაგდეს.