საბერძნეთმა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილ თურქულ დრონს საბრძოლო თვითმფრინავებით გზა გადაუჭრა
საბერძნეთმა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილ თურქულ დრონს საბრძოლო თვითმფრინავებით გზა გადაუჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დღეს დილით ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქული უპილოტო საფრენი აპარატი საბერძნეთის ეროვნულ საჰაერო სივრცეში შეიჭრა, სამოთრაკესა და ლემნოსს შორის საზღვაო არეალში მოძრაობით.
თურქულმა დრონმა ალექსანდროპოლისის აეროპორტის ტერმინალის ასაფრენ ბილიკთან ახლოს გადაიფრინა, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავი აფრენას ცდილობდა.
საპასუხოდ, თურქული დრონის ადგილმდებარეობის დასადგენად, იდენტიფიცირებისა და ჩაჭრის მიზნით, საბერძნეთის საჰაერო ძალების ორი F-16 გამანადგურებელი აფრინდა.
სამოქალაქო ავიაციის სამსახურისა და ბერძნული ავიაგამანადგურებლების თანამშრომლობის წყალობით, მათ შეძლეს დრონის მოშორება სამგზავრო ფრენის უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების გარეშე," - წერს ბერძნული მედია.