ნეპალსა და ჩინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

01.09.26 14:55
ნეპალსა და ჩინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

ნეპალსა და ჩინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ნეპალის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, ჩინეთის საზღვართან 26 აგვისტოს მომხდარ სტიქიას 987 ადამიანი ემსხვერპლა, 3 916 კი დაკარგულად ითვლება. მათ შორის 583 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტში წყალდიდობას 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 546 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ნეპალში, სადაც მაშველები დატბორილი ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში ჩარჩენილი თანამშრომლების გამოყვანას ცდილობენ - ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისქვეშ დაახლოებით 500 ადამიანი რჩება.