“რუსეთის ცა სახიფათო ხდება”-ზელენსკი საერთაშორისო ავიაკომპანიებს აფრთხილებს

01.09.26 22:53
“რუსეთის ცა სახიფათო ხდება”-ზელენსკი საერთაშორისო ავიაკომპანიებს აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ავიაკომპანიებს აფრთხილებს.

მისი განცხადებით, უკრაინული დრონების ოპერაციების გაფართოების ფონზე რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციისთვის რისკები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა სამოქალაქო თვითმფრინავებს მიზანში არ იღებს, თუმცა რუსეთის ტერიტორიაზე დრონების გამოყენების მასშტაბი შესაძლოა გაიზარდოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ავიაკომპანიებსა და სადაზღვევო კომპანიებს მოუწოდა, არსებული რისკები გაითვალისწინონ.

„რუსეთის საჰაერო სივრცე შესაძლოა პრაქტიკულად სრულად სახიფათო გახდეს. ჩვენ არ ვესხმით თავს სამოქალაქო თვითმფრინავებს, თუმცა რუსეთში დრონების რაოდენობა გაიზრდება და ეს ავიაციისთვის დამატებით რისკებს შექმნის“, -განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.