პირველი შეხვედრა არჩევნების შემდეგ - პუტინმა ფაშინიანს მოუწოდა, დროულად ჩამოყალიბდეს EU-ში
პირველი შეხვედრა არჩევნების შემდეგ - ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინთიანთან ისევ სომხეთის ევროკაშირისკენ მისწრაფებებზე ილაპარაკა.
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს პროცესი პრობლემურია რადგან სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია.
პუტინმა ფაშინიანს მოუწოდა, დროულად ჩამოყალიბდეს სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.
„რაც უფრო მალე განსაზღვრავს სომხეთი პოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, მით უკეთესი...მიეცით არჩევანი ხალხს“ - იყო ვლადიმერ პუტინის მთავარი მოწოდება.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.