გერმანია რუსეთის გენერალურ საკონსულოს ხურავს - ბერლინი მოსკოვს ლაიფციგის აეროპორტზე თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს
გერმანია 18 სექტემბერს ბონში რუსეთის გენერალურ საკონსულოს დახურავს და ბერლინში მოქმედ „რუსულ სახლთან“ დაკავშირებულ შეთანხმებას შეწყვეტს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა. ბერლინი ასევე გაამკაცრებს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის კონტროლს და ევროკავშირს დამატებითი სანქციების დაწესებას შესთავაზებს.
გადაწყვეტილება ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება - ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონი უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავთან აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს. გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, პოლიციის გამოძიებისა და სადაზვერვო მონაცემების ერთობლიობა მიუთითებს, რომ თავდასხმის მცდელობის უკან რუსეთი იდგა.
ინციდენტის გამო გერმანიის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩიც დაიბარეს. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და მათ დაუსაბუთებელს უწოდებს.