ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში ფრენები გაუქმდა

03.09.26 10:31
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში ფრენები გაუქმდა

უკრაინის პრეზიდენტის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში ფრენები გაუქმდა.

გამოცემა The Moscow Times-ის ცნობით, ფრენები ორი დღეა არ ხორციელდება მოსკოვის „ვნუკოვოს“ და „შერემეტიევოს“ აეროპორტებში. 

მოსკოვის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ ინფორმაცია „როსავიაციამაც“ დაადასტურა.

ფრენების მონიტორინგის პლატფორმა Flightradar24-ის მონაცემებით, „შერემეტიევოს“ აეროპორტში 21 რეისი გაუქმდა და 235 გადაიდო, ხოლო „ვნუკოვოს“ აეროპორტში 22 რეისი გაუქმდა და 94 გადაიდო.

თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართულებით რამდენიმე რეისი „ტექნიკური და ოპერაციული“ მიზეზების გამო გაუქმდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ავიაკომპანიებს აფრთხილებს.

მისი განცხადებით, უკრაინული დრონების ოპერაციების გაფართოების ფონზე რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციისთვის რისკები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები