დაადგინეს ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირის ვინაობა
გერმანელმა გამომძიებლები ლაიფციგის აეროპორტზე 4-5 აგვისტოს ღამით განხორციელებულ დრონების შეტევაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაადგინეს.
მედიის ინფორმაციით, ორივე მათგანს რუსული პასპორტი აქვს. ერთს რუსეთის მოქალაქეობის გარდა, ლატვიის პასპორტიც აქვს, ხოლო მეორეს – ბელარუსისა და რუსეთის დოკუმენტები.
მედიის მონაცემებით, სავარაუდოა, რომ ლატვიისა და რუსეთის მოქალაქე თავდასხმის ორგანიზებაში ინსტრუქტორის როლს ასრულებდა და მან იერიშამდე ორი დღით ადრე დატოვა გაერმანია.
გამოცემა Die Welt-მა რამდენიმე საათით ადრე დაწერა, რომ აგვისტოს შუა რიცხვებიდან საქმეში ფიგურირებს ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვასთან არიან დაკავშირებული.
გამოცემის ცნობით, მათი დნმ-ის კვალი აღმოჩენილ იქნა იმ ადგილას, საიდანაც, გამოძიების ვერსიით, დრონები გაუშვეს, ასევე უშუალოდ უპილოტო საფრენ აპარატებზე, დრონზე მიმაგრებული თუნუქის ქილაში, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოსაზრებული, და აეროპორტის მახლობლად ხეზე დამონტაჟებულ ანტენაზე, საიდანაც სიგნალი უპილოტო საფრენ აპარატზე გადაიცემოდა.
გერმანიამ ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით იერიშში რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულა, რის შემდეგ დახურა რუსეთის საკონსულო და რუსული სახლი, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი გამკაცრდა სასაზღვრო კონტროლი.