აფეთქებები სოჭში - უკრაინამ ნავთობბაზა და სამხედრო ობიექტი დაბომბა

04.09.26 10:24
აფეთქებები სოჭში - უკრაინამ ნავთობბაზა და სამხედრო ობიექტი დაბომბა

უკრაინულმა დრონებმა 4 სექტემბრის ღამეს რუსეთის ქალაქ სოჭსა და ფედერალურ ტერიტორიაზე „სირიუსზე“ მასირებული იერიში მიიტანეს. ადგილობრივები ღამის განმავლობაში მრავალ აფეთქებასა და შემდგომ გაჩენილ ხანძრებზე იუწყებოდნენ.

რუსეთის კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დრონების შეტევისას სოჭის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. რუსული მხარის ცნობით, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლისა და შენობის მინებიც. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

ამავე დროს, დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA-ს OSINT-ანალიზის მიხედვით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის დივიზიონიც. თვითმხილველების კადრების გეოლოკაციით, ხანძარი „სირიუსის“ რაიონში, მდინარე ფსოუსთან - ოკუპირებულ აფხაზეთთან საზღვრის უშუალო სიახლოვეს გაჩნდა. არსებული მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე რუსეთის S-300 ან S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია განთავსებული.

 

მსგავსი სიახლეები