ნეპალში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 2.56 მილიარდი აშშ დოლარის ქონება განადგურდა
ნეპალში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 387.5 მილიარდი ნეპალური რუპიის (2.56 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების ქონება, საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურა განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის კატასტროფების მართვის სამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტიქიური უბედურებების ეროვნული რისკის შემცირებისა და მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, დჰარმა რაჯ უპრეტი, განცხადებით, პირველი 4 თვის განმავლობაში, გზებისა და დროებითი თავშესაფრების მშენებლობის, სასმელი წყლით უზრუნველყოფისა და ელექტროენერგიის აღდგენის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 52.6 მილიონი აშშ დოლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს, ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო რეგიონში, მყინვარის ჩამონგრევამ წყალდიდობა გამოიწვია, რამაც ქალაქები და სოფლები გაანადგურა და 1 250-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 4 200-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, ათასობით კი იძულებით გადაადგილებული პირია.