რუსებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

05.09.26 10:08
რუსებმა  დნეპროპეტროვსკის რეგიონში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

გუშინ ღამით, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რომლის დროსაც სამრეწველო ობიექტი დაბომბეს.

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ განჟას თქმით , არიან დაღუპულები და დაშავებულები.

დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა

ცნობილია, რომ მეტალურგიული ქარხანა, რომელზეც იერიში განხორციელდა, უკრაინელი ბიზნესმენის, რინატ ახმეტოვის კომპანია „მეტინვესტის“ შემადგენლობაში შედის.