ტრამპი: კუშნერსა და უიტკოფს უკრაინასა და რუსეთში მიაქვთ წინადადებები, რომ დაასრულონ ომი

05.09.26 10:45
ტრამპი: კუშნერსა და უიტკოფს უკრაინასა და რუსეთში მიაქვთ წინადადებები, რომ დაასრულონ ომი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთში მომლაპარაკებლებად სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი გაგზავნა.

მათ მიაქვთ წინადადებები, რომ დაასრულონ ომი. რვა ომი დავასრულე. იმედი მაქვს, ჩემით ამაყობთ. ამისთვის არანაირი დამსახურება არ მიმიღია. რვა ომი დავასრულე და ნობელის პრემია მივიღე? არა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა საუბრისას თქვა, რომ ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ და რომ მათ შორის შორის „პიროვნული პრობლემა“ არსებობს.

„რუსეთ-უკრაინას შორის პიროვნული პრობლემაა. ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი ნამდვილად სძულთ. იცით, რა არის სიძულვილი? მათ სერიოზული სიძულვილი აქვთ. სიძულვილი მათ გზაზე ეღობება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა გერმანიაში, ლაიფციგის აეროპორტში რუსული დრონის აღმოჩენასთან დაკავშირებით და ჰკითხეს, არის თუ არა ეს ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმა.

„მე პუტინს ვესაუბრები; მას ძალიან კარგად ვიცნობ. პუტინი ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს“, - აღნიშნა ტრამპმა.