გაერო-ში მხარი დაუჭირეს მსოფლიო რუკის ახალ პროექციას - საქართველომ კენჭისყრისას თავი შეიკავა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირა - აფრიკის კავშირის ქვეყნების რეზოლუციის პროექტს, რომლითაც, მსოფლიოს რუკაზე ქვეყნებისა და კონტინენტების ზომები უფრო რეალურად იქნება ასახული, მხარი 164-მა ქვეყანამ დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ აშშ-მა მისცა, ხოლო ექვსმა ქვეყანამ - უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ, სერბეთმა, ლიეტუვამ და ესტონეთმა თავი შეიკავა.
ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი მერკატორის კარტოგრაფიული პროექციის შეცვლას ითვალისწინებს, რომელსაც მსოფლიო რუკების უმეტესობა ეფუძნება.
- სპეციალისტების განმარტებით, მერკატორის პროექციაში კონტინენტების ზომები ეკვატორიდან დაშორების კვალდაკვალ გაზრდილი და გაზვიადებულია. შედეგად, აფრიკის მასშტაბი შემცირებულად მოჩანს ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა რუსეთი, კანადა, გრენლანდია.
როგორც CNN-ი წერს, მერკატორის პროექცია მსოფლიო რუკებისთვის ნაკლებად გამოსადეგია, რადგან მასშტაბებს არასწორად ასახავს. კერძოდ, ეკვატორიდან დაშორებული ქვეყნები უფრო დიდები ჩანან, ვიდრე ეკვატორთან ახლოს მდებარე ქვეყნები. მაგალითად, მერკატორის პროექციაზე გრენლანდია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დიდი და აფრიკის კონტინენტის ზომის ჩანს.
აშშ აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, კიდევ ექვსმა ქვეყანამ - უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ, სერბეთმა, ლიეტუვამ და ესტონეთმა - თავი შეიკავა.