რუსებმა კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებს დაარტყეს - რა უკავშირებს ზელენსკი თავდასხმებს
რუსებმა კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი თავდასხმებს უკრაინაში აშშ-ის წარმომადგენლების ჩაფრენას უკავშირებს და X-ზე წერს, რომ რუსულ-ირანული „შაჰედები“ ამერიკული დიპლომატიის საპასუხოდ მოქმედებენ.
„ნათელია, რომ აეროპორტებზე რუსეთის ეს დარტყმები იმ მოლაპარაკებებსა და მზადებაზე რეაქციაა, რომელიც უკრაინაში აშშ-ის წარმომადგენლების ჩამოფრენას და კიევის ან ბორისპოლის აეროპორტებში დაშვებას უკავშირდება. რუსულ-ირანული „შაჰედები“ ამერიკული დიპლომატიის საპასუხოდ“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინა მოსკოვის ამ ნაბიჯს მომავალ კვირას, რუსეთის საჰაერო სივრცეში შესაბამისი ოპერაციით უპასუხებს - „რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დიპლომატიის მიმართ არანაირი საფრთხე არ არსებობს და არც იქნება".