Reuters: ნეპალში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

05.09.26 15:36
Reuters: ნეპალში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

ნეპალში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ, ზემო ტრიშული-1 ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში ჩარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ცოცხლად ამოიყვანეს - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გადარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ნეპალის არმიამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ბოლო მონაცემებით, ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე 26 აგვისტოს მომხდარი წყალდიდობის შედეგად, 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5600-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.