ზელენსკი მოსკოვში მყოფ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ტელეფონით ესაუბრა - რაზეა თანახმა რუსეთი?

05.09.26 21:24
ზელენსკი მოსკოვში მყოფ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ტელეფონით ესაუბრა - რაზეა თანახმა რუსეთი?

რუსები მზად არიან, დაიცვან საჰაერო დარტყმების შეწყვეტის რეჟიმი - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას მოსკოვში მყოფმა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯარედ კუშნერსა და სტივ უტკოფს ტელეფონით ესაუბრა.

ზელენსკის თქმით, მომლაპარაკებლებმა მას პირობა მისცეს, რომ რუსეთიდან უკრაინს მიმართულებით საჰაერო დარტყმები დროებით შეწყდება. 

ჩვენ ახლახან ვესაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლებს. მათ დღეს უკვე დაიწყეს მუშაობა რუსულ მხარესთან. ჩვენი ამ საუბრის მომენტიდან ისინი მზად არიან, დაიცვან საჰაერო დარტყმების შეწყვეტის რეჟიმი მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ქალაქებზე. ამ მომენტიდან შაბათის, კვირას და ორშაბათს დღის ბოლომდე უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს მოსკოვზე დარტყმებისგან და ჩვენ ველით, რომ რუსები იგივეს გააკეთებენ კიევთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან მისი თქმით, 6 სექტმებერს კიევში კუშნერსა და უიტკოფს ელოდება.

„დიპლომატიურ გზაზე ჩვენი ქმედებები უნდა იყოს და იქნება ასი პროცენტით ძლიერი და ეფექტური. დამტკიცდა ხვალ კიევში ამერიკული გუნდის მონაწილეობით დაგეგმილი დიპლომატიური ღონისძიებების გეგმა. ველოდებით სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს და მზად ვართ არსებითი საუბრისთვის. მადლობა ყველას, ვინც უკრაინასთანაა“, – წერს ზელენსკი.