ალექსანდარ ვუჩიჩი სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერობის კანდიდატი იქნება

05.09.26 21:40
ალექსანდარ ვუჩიჩი სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერობის კანდიდატი იქნება

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი სათავეში ჩაუდგება მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის (სპპ) სიას და  მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერობის კანდიდატი გახდება.

სპპ-ის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა მილენკო იოვანოვმა განაცხადა, რომ ვუჩიჩი და მისი პოლიტიკა წარმოადგენენ „საძირკველს, რომელზეც დღეს სერბეთი დგას“. 

სერბეთის მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ საბჭომ ყრილობაზე გადაწყვიტა, რომ პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ალექსანდრ ვუჩიჩი - ერთიანი სერბეთი“ საარჩევნო სიით მიიღებს.

ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი წარდგენა დიდი პატივია.

საპარლამენტო არჩევნები სერბეთში  25 ოქტომბერს არის დაგეგმილი.