სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს

06.09.26 12:01
სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ - რაზე ისაუბრეს

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. კრემლში გამართული მოლაპარაკება სამ საათსა და ათ წუთს გაგრძელდა.

პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო გზები განიხილეს. მისი თქმით, პუტინმა ამერიკელ წარმომადგენლებთან კვლავ ისაუბრა ე.წ. კონფლიქტის პირველწყაროების აღმოფხვრის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარი მიზნების მიღწევაში დარწმუნებულია.

უშაკოვის ინფორმაციით, ამერიკული მხარე საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად დასრულებით არის დაინტერესებული და მოლაპარაკებისას კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზებთან დაკავშირებით რამდენიმე წინადადებაც წარადგინა.

მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ უიტკოფმა და კუშნერმა რუსეთი დატოვეს. ტრამპის წარმომადგენლებს დღეს უკვე კიევში ელოდებიან, სადაც ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები