მასშტაბური კიბერშეტევა ბერლინზე - ჰაკერებმა 1.4 მილიონი ფაილი გაასაჯაროეს
ჰაკერულმა ჯგუფმა (Rhysida-მ) ბერლინის მუნიციპალიტეტისა და მთავრობის ქსელზე მიტანილი კიბერშეტევის შედეგად 5 ტერაბაიტზე მეტი (დაახლოებით 1.44 მილიონი ფაილი) მოპარული მონაცემი ინტერნეტში გამოაქვეყნა.
საჯარო გახდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის, სამოქალაქო თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციის დოკუმენტები, ასევე სენატის თანამშრომლების პირადი საქმეები და სახელფასო უწყისები.
კიბერდამნაშავეები მთავრობისგან 30 ბიტკოინს (დაახლოებით 2 მილიონ ევროს) ითხოვდნენ, თუმცა ბერლინის ხელისუფლებამ შანტაჟზე უარი განაცხადა და თანხა არ გადაიხადა.