სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ

06.09.26 15:10
სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში დღეს, 6 სექტემბერს, მატარებლით ჩავიდნენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამერიკელ წარმომადგენლებს სადგურზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი და რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია დახვდნენ.

უიტკოფისა და კუშნერის უკრაინაში ვიზიტს წინ უძღოდა მათი შეხვედრა მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები კრემლში უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო გზებზე მოლაპარაკებებს მართავდნენ.

მსგავსი სიახლეები