კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა
კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის ინფორმაციით, ზელენსკის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. მეორე რაუნდს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებიც შეუერთდებიან.
უიტკოფი და კუშნერი კიევში მოსკოვიდან ჩავიდნენ, სადაც 5 სექტემბერს ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ. კრემლის განცხადებით, შეხვედრაზე პუტინმა უკრაინაში ომის მიზნების მიღწევისადმი რწმენა გამოთქვა. თეთრ სახლში კი მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებს „შინაარსიანი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ მომდევნო ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარე ამერიკელ წარმომადგენლებს აეროპორტში ელოდებოდა, თუმცა რუსეთის ქმედებების გამო მათ კიევში თვითმფრინავით ჩასვლა ვერ შეძლეს.