„ეს ნამდვილი ომის დასაწყისია“ - ლავროვი გერმანიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე

06.09.26 19:04
„ეს ნამდვილი ომის დასაწყისია“ - ლავროვი გერმანიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გერმანიის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს „ნამდვილი ომის დასაწყისს“ უწოდებს. საუბარია ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონის აღმოჩენის შემდეგ რუსეთის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებსა და ბერლინის საპასუხო ზომებზე.

„იპოვეს რაღაც დრონი, თქვეს, რომ რუსული იყო და გარკვევაც არავის დაუწყია. არსებითად, ეს ნამდვილი ომის დასაწყისია. ბონიდან გენერალური საკონსულო გააძევეს, შეთანხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, ბერლინში „რუსულ სახლს“ ხურავენ. მახსოვს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანელები ასევე ხურავდნენ საკუთარ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის სამხედრო გაძლიერებაზეც ისაუბრა და კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებები მოსკოვისთვის ომის გამოცხადების მცდელობად შეაფასა.

„მერცის განცხადებები, რომ გერმანიას კვლავ ევროპის პირველ სამხედრო ძალად აქცევს, პრაქტიკულ სახეს იძენს. ის, ფაქტობრივად, ჩვენთვის ომის გამოცხადებისკენ მიდის“, - თქვა ლავროვმა.

მან გერმანიის ხელისუფლება ისტორიის გაკვეთილების უგულებელყოფაშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კრემლი განვითარებული მოვლენებიდან შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.

მსგავსი სიახლეები