ეგზიტპოლი: გერმანიის რეგიონის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია AfD იმარჯვებს
გერმანიის აღმოსავლეთში მდებარე, საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებული არჩევნების ეგზიტ-პოლების შედეგები ცნობილია - წინასწარი მონაცემებით, პირველ ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის". ახლა ისმის კითხვა, შეძლებს თუ არა AfD დამოუკიდებლად თავრობის ფორმირებას.
ეგზიტ-პოლებით, AfD-ს ხმების 44,5 პროცენტი აქვს, ხოლო კანცლერ ფრიდრიხ მერცის კონსერვატორებს - 18,5 პროცენტი. ბარიერი გადალახეს მემარცხენე-ცენტრისტმა სოციალ-დემოკრატებმა და გარემოს დამცველმა მწვანეებმა.
AfD-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალის ვაიდელმა შედეგს "ისტორიული მნიშვნელობის" უწოდა.
Deutsche Welle წერს, რომ ამ შედეგების მიხედვით, საქსონია-ანჰალტის პარლამენტში 83 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 39 მანდატს მიიღებს, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ - 15-ს, „მემარცხენე პარტია“, „ალიანსი 90/მწვანეები“ და „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SDG) - რვა-რვა ადგილს, „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ კი - 5-ს.
საქსონია-ანჰალტის მხარის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი 35 წლის ულრიხ ზიგმუნდია.