რუსეთი მშვიდობით არ არის დაინტერესებული - კაია კალასი
„რუსეთი მშვიდობით დაინტერესებული არ არის“- ასე აფასებს მოლაპარაკებების განახლებულ პროცესს ევროკავშირის უმაღლესი წარმოამდგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
ლიეტუვაში გამართულ პრესკონფერენციაზე კაია კალასმა თქვა, რომ რუსეთი ამ დროის მანძილზე არ წასულა არც ერთ დათმობაზე და ისევ ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, რაც იმას ნიშნავს რომ პუტინს ომის დასრულება არ უნდა.
როდესაც ისინი ინიციატივას კარგავენ, მაშინ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ რუსეთი მშვიდობით არის დაინტერესებული. ისინი ერთ დათმობაზეც კი არ წასულან, რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ.
მოხარული ვარ, რომ სპეციალური წარმომადგენლები კიევში პირველად ჩავიდნენ. ეს უკრაინელებისთვის სამ დღეს ნიშნავდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გარეშე. ვფიქრობ, ეს ამ ვიზიტის პოზიტიური ასპექტია“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა", - განაცხადა კალასმა.